კატალოგი
ქათამი ანანასით ჩინურად
| ბეჭდვა |
მოვამზადოთ მარინადი 1 ჩაის კოვზი სახამებელის, მწვანილის, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთის, მარილისა და პილპილისაგან. ქათმის ხორცი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შევურიოთ მიღებულ მარინადს. როდესაც ხორცი კარგად შეიწოვს ამ მასას, დარჩენილი ზეთი გავაცხელოთ ტაფაზე და მოვხრაკოთ მასში ქათმის ხორცი. შემდეგ ხორცს დავამატოთ მოშუშული სატაცური და ანანასი. ყველაფერი ერთად თავდახურული ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. სოუსის მოსამზადებლად ავიღოთ დარჩენილი სახამებელი, ანანასის წვენი, კოჭა დანის პირზე, ყველაფერი ავურიოთ და ჩავასხათ მდუღარე ქათმის ბულიონში, დავამატოთ ღვინო და მიღებული სოუსი მოვასხათ ქათმის ხორცს. სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
250 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი
¼ ნაჭრებად დაჭრილი ანანასი
100 გრამი სატაცური
½ სუფრის კოვზი მწვანილი (ან სოიოს სოუსი)
კოჭას ფხვნილი დანის პირზე
მცენარეული ზეთი
ქათმის ბულიონი
2-3 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
ცოტა დესერტის ღვინო
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

6 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...

ხორცი გავრეცხოთ, ჩავდოთ ცივ, ოდნავ ...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

წიწაკის ღერი დავჭრათ და შევურიოთ წვ...

გასუფთავებული სატაცური მოვხარშოთ მა...

3 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ერთ ჩაის ...


