კატალოგი
ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო არაჟანში
ხორცი დავჭრათ ნაჭრებად. ფქვილის, წყლის, კვერცხის, მარილისა და პილპილისაგან მოვზილოთ არც ისე თხევადი ცომი. ხორცის ნაჭრები ვავლოთ ცომში და სწრაფად ვწვათ მდუღარე ზეთში. წვის შემდეგ ხორცის ნაჭრები მოვათავსოთსაწურზე და ვაცალოთ გაშრობა. სოუსის მოსამზადებლად ავიღოთ 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, გაავცხელოთ ის ტაფაში, დავამატოთ დანაყილი ნიორი, მსუბუქად შევწვათ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შემდეგ დავამატოთ ძმარი, შაქარი, სუპის მწვანილი, გახსნილი სახამებელი, წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი, პილპილი. წამოვადუღოთ სოუსი და მოვასხათ ის ხორცის ნაჭრებს. ღორის ხორცი სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად მივიტანოთ. მასალა 4-5 პორციაზე 500 გრამი ღორის ხორცი 250 გრამი მჟავე კიტრი 2 კბილი ნიორი 2-3 სუფრის კოვზი ძმარი 2 სუფრის კოვზი შაქარი 2-3 სუფრის კოვზი მწვანილი სუპისათვის 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი 3 სუფრის კოვზი ფქვილი 2 ცალი კვერცხი 1 ჩაის კოვზი მარილი ½ ჩაის კოვზი პილპილი 4 სუფრის კოვზი წყალი შესაწვავად საჭირო მცენარეული ზეთი