კატალოგი
გიუვეჩი
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ მდუღარე ზეთში მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავამატოთ მარილი და პილპილი. ხორცის შეწვამდე ოდნავ ადრე დავამატოთ მუხუდო, გასუფთავებული და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, გარეცხილი და გულგამოცლილი მრგვალად დაჭრილი წიწაკა, გარეცხილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ლობიო. ოხრახუში წვრილად დავჭრათ და შევურიოთ მიღებულ მასას. დავამატოთ 1-2 ჭიქა ცხელი წყალი და შევდგათ კერძი აირღუმელში ჩასაშუშად.
მასალა:
600 გრამი ღორის ან ცხვრის ხორცი
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2 თავი ხახვი
5-6 ცალი წიწაკა
250 გრამი მწვანე ლობიო
4-5 ცალი კარტოფილი
4 ცალი პატარა მწარე წიწაკა
½ ჭიქა მწვანე მუხუდო
1 კონა ოხრახუში
წითელი პილპილი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ყველაფერი ცოტ-ცოტა...

ქაშაყი კარგად დავალბოთ და თითო გავყ...

15 კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ე...

მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და ვა...

ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზ...

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დ...


