კატალოგი
ნამცხვარი ”ნინო”
| ბეჭდვა |
6 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ერთი ქილა არაჟანი, 1,5 ჩაის ჭიქა მაწონი, დამდნარი კარაქი, კაკაოს ფხვნილი, ვანილი, სოდა - გახსნილი ძმარში. დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის ცომი. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე დავასხათ ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
მოვამზადოთ კრეი შესქელებული რძისა და 300 გრამი კარაქისაგან (როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი). როცა ნამცხვარი გამოცხვება, დავასხათ შოკოლადის მინანქარი და ზემოდან თეთრი კრემით მოვრთოთ სპეციალური ხელსაწყოთი.
მასალა:
კვერცხი - 6 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კარაქი - 500 გრამი
არაჟანი - 1 ქილა
მაწონი - 1,5 ჩაის ჭიქა
კაკაო - 2 სუფრის კოვზი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
შესქელებული რძე - 1 ქილა
ვანილი - გემოვნებით
ცალკე მასალა მინანქრისათვის
პოპულარული რეცეპტი

ნელთბილ წყალში მოვზილოთ ერთი კილოგრ...

კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, მოვაცილ...

სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთ...

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დ...

ქაშაყი გამოვშიგნოთ და მოვაშოროთ ფხე...

თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყ...


