კატალოგი
კრემები ვაფლის ტორტისათვის
| ბეჭდვა |
მზა ვაფლის ფირფიტებისაგან ტორტის გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ შემდეგი სახის კრემები:
კრემის პირველი სახე:
ალუმინის ჭურჭელში ჩავასხათ 3 სუფრის კოვზი თაფლი, დავაყაროთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული, დაჭრილი ნიგოზი, 4 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 150 გრამი კარაქი, ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ცოტა ვანილი, ცხელივე წავუსვათ ვაფლის ფირფიტებს და ერთმანეთზე დავალაგოთ.
კრემის მეორე სახე:
3 სუფრის კოვზი პურის ფქვილი მოვხალოთ ტაფაზე, სანამ კარგად არ გაყვითლდება; 100 გრამი კარაქი კარგად დავზილოთ, თანდათან შევათქვიფოთ 0,5 კოლოფი შესქელებული რძე. როცა კრემი ჰაეროვანი გახდება, დავამატოთ მოხალული ფქვილი და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 2 სუფრის კოვზი ნიგოზი. თუ კრემი მშრალი, ფხვიერია, დავამატოთ მოხალული ფქვილი და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ორი სუფრის კოვზი ნიგოზი. თუ კრემი მშრალი, ფხვიერია, დავამატოთ ცოტა შესქელებული რძე. კრემი წავუსვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავალაგოთ. სასურველია (ორივე შემთხვევაში) ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი.
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი ...

1 ჩაის ჭიქა ღომის მარცვალი კარგად გ...

ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შე...

დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...

კარტოფილი მოვხარშოთ, შევაგრილოთ და ...


