კატალოგი
ტორტი ”ჰაეროვანი”
| ბეჭდვა |
6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ სოდა - გახსნილი ძმარში, ერთი ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ, ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე, როგორც ჩვეულებრივი ბისკვიტი.
როცა კარგად გაცივდება, წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
150 გრამი კარაქი ავთქვიფოთ; ნელ-ნელა დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და თითო ჩაის კოვზით შევათქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა ოდნავ თბილი რძე. დავამატოთ ცოტა კონიაკი და ვანილი.
მასალა:
კვერცხი - 6 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კარაქი - 150 გრამი
რძე - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 0,5 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 ჩაის კოვზი
კონიაკი, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2...

კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, მოვა...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ...

ნეკერჩხალი და კენკრა...

ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, დავამატოთ მ...


