კატალოგი
ტორტი ნამცხვრისაგან (”პეჩენიისაგან”)
ბეჭდვა |
კარაქი კარგად გავთქვიფოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. გავაკეთოთ გოგლი-მოგლი ორი კვერცხის გულისა და ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან. გოგლი-მოგლი შევურიოთ გათქვეფილ კარაქს და კიდევ კარგად ვურიოთ. თანდათანობით დავუმატოთ 6 სუფრის კოვზი რძე, კაკაო, ვანილი, წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი. კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ მიღებულ მასას.
ნამცხვარი ("პეჩენია") დავამტვრიოთ 4 ან 6 ნაწილად (თითოეული), მოვასხუროთ ცოტა რძე და ფრთხილად შევურიოთ მიღებულ მასაში (კრემში). ყველაფერი ეს გადავიტანოთ ტორტის დასადებ შესაფერ ჭურჭელზე, მივცეთ მას მრგვალი (ან კვადრატული) ტორტის ფორმა, ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ნამცხვარი ("პეჩენია") და წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი. მაგიდაზე მიტანამდე შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით.
მასალა:
კარაქი - 300 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
რძე - 6 სუფრის კოვზი
შაქრის ფხვნილი - 6 ჩაის ჭიქა
კაკაო - 2 სუფრის კოვზი
ნამცხვარი ("პეჩენია") - 700 გრამი
• ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული, ახალი მწვანე ლობიო, ...
1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ ...
6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...
ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავ...
ხახვი მსუბუქად მოვშუშოთ კარგად გაცხ...
8-10 ცალი საშუალო სიდიდის ფორთოხალი...