კატალოგი
ხაჭაპური ფენოვანი ცომისაგან
ბეჭდვა |
კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი წყალი, დავამატოთ ძმარი, ზეთი და მოვზილოთ მაგარი ცომი. 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად. ცომი კარგად გავაბრტყელოთ და ხელით წავუსვათ მარგარინის მესამედი ნაწილი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევდგათ მაცივარში 30-40 წუთი; შემდეგ გამოვიღოთ, კარგად გავაბრტყელოთ და წავუსვათ მარგარინის მეორე ნაწილი, გადავკეცოთ და კიდევ შევდგათ იმავე დროით მაცივარში. ეს ოპერაცია გავიმეოროთ მესამედაც. ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე და როცა გვინდა გამოვაცხოთ. მომზადებული ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ყველის გულსართი, ზემოდან დავადოთ გაბრტყელებული მეორე ცომი, ნაპირები შევუკრათ, ზემოდან წავუსვათ რძეში ან წყალში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში გამოსაცხობად. შუა ცხობის დროს ცეცხლის სიძლიერე მოვუკლოთ.
მასალა:
კვერცხი - 1 ცალი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სადილის კოვზი
ზეთი - 3 სადილის კოვზი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მარგარინი - 400 გრამი
ყველი - 1 კილოგრამი
კვერცხი - 2-3 ცალი
პოპულარული რეცეპტი
მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; ...
კომში დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავას...
250 გრამი რძე მსუბუქად შევათბოთ და ...
ხორცი კარგად ავურიოთ ყველში, წვრილა...
ალუმინის ჭურჭელში ჩავასხათ 3 სუფრის...
ერთ ჩაის ჭიქა ვაშლის წვენში ჩავასხა...