კატალოგი
კვერცხი - ნიგვზის სატენით
| ბეჭდვა |
კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, რომ კარგად გაიფცქვნას, გასუფთავებული კვერცხი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), ამოვაცალოთ გულები.
ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, მარილი, სუნელი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში), კარგად ავურიოთ და ამოვავსოთ ცილის გულები მომზადებული საკაზმით და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე. შეიძლება ზემოდან მოვასხათ ნიგვზის საწებელა.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
წიწაკა, ნიორი, სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ძმარი, მწვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცხიმი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

ღვიძლი დარბილებამდე ვხარშოთ მცირე რ...

ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავ...

ნუში გავასუფთავოთ, გავხეხოთ შოკოლად...

მინდვრის ლობიო ჩვეულებრივი წესით მო...

ხორცს დავასხათ ცხელი წყალი, დავუმატ...


