კატალოგი
წითელი ლობიოს კირკაჟი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, მხოლოდ ისე, რომ ძალიან არ ჩაიშალოს.
კარგად დავნაყოთ ნიორთან ერთად ნიგოზი, ზეთი გამოვხადოთ და შევინახოთ ცალკე ჭურჭელში. დავნაყოთ ახალი ქინძი. მოხარშულ ლობიოში ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, დავდოთ თეფშზე, შუაში ჩავაღრმავოთ, შიგ ჩავასხათ გამოხდილი ზეთი. გარშემო შემოვუწყოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი.
მასალა:
ლობიო - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ქინძი - 4-5 ძირი
ნიორი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, ...

სწრაფად მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მ...

3 ცალი კვერცხის გული კარგად გავთქვი...

ქათამი გამოვშიგნოთ და წავუსვათ მარი...

ქაშაყი გავასუფთავოთ, ფრთხილად გამოვ...

გავადნოთ კარაქი ტაფაზე და შევწვათ მ...


