კატალოგი
დანდური
| ბეჭდვა |
ახალ, ქორფა დანდურს მოვაცილოთ მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. შემდეგ გავაგრილოთ, გავწუროთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და შევაზავოთ ღვინის ძმარში დანაყილი ნივრით, ახალი ქინძითა და მარილით. სურვილისამებრ შეიძლება მოვასხათ ცოტა ზეთი (უმჯობესია ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი).
მასალა:
დანდური - 0,5 კილოგრამი
ნიორი - 3-4 კბილი
ძმარი, მარილი, ზეთი, ქინძი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ ...

ალუბალი გადავარჩიოთ და კარგად გავრე...

თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცხიმი ...

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრება...

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიო...

ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ დ...


