კატალოგი
კარტოფილი ნიგვზით
| ბეჭდვა |
კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე გავფცქვნათ და ოთხკუთხედად დავჭრათ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი და მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ლამაზად დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
კარტოფილი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში, კამა - 3-3 ძირი
ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

ახალ, ქორფა დანდურს მოვაცილოთ მაგარ...

მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...

თევზის ფილე გავასუფთავოთ, მოვასხურო...

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

1 კგ ფორთოხალს ყვითელი კანი თხლად ა...


