კატალოგი
შემწვარი ძროხის ხორცი ყველით
| ბეჭდვა |
სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი (შვეიცარული, სულგუნი), ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება.
მასალა:
ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 400 გრამი
ყველი - 500 გრამი
მაიონეზი - 2 ქილა
პოპულარული რეცეპტი

ქაშაყი კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ...

ხორცი კარგად გადავურიოთ მცირე რაოდე...

გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინ...

შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრე...

ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და გავწ...

კარტოფილი მოვხარშოთ, გავხეხოთ, დავა...


