კატალოგი
ღვიძლის ძეხვი თუშურად
| ბეჭდვა |
ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ღვიძლის ფარი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერში ტოლმისებურად შევახვიოთ ღვიძლის გულსართი. შეხვეული ძეხვები დავაწყოთ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ერბოში, ისე რომ ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ რგოლებად, თხლად დაჭრილი ხახვი, კამა, ოხრახუში.
ასეთივე წესით შეიძლება მომზადდეს ღორის ღვიძლის ძეხვი.
მასალა:
ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი - 1 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
ერბო - 100 გრამი
ღვიძლის ფარი - საჭირო რაოდენობის
ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი მოვხარშოთ 3 ჭიქა წყალში ნახე...

ხორცი დავჭრათ ნაჭრებად. ფქვილის, წყ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ გახე...

პატარა ზომის მწვანე პამიდვრები დავჭ...

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

კარტოფილი და ვაშლი გავასუფთავოთ, გა...


