კატალოგი
ცხვრის ხორცის ხარშო
| ბეჭდვა |
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაკეპილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს. ჩავყაროთ დარჩეული და კარგად გარეცხილი ბრინჯი. შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ქინძით, წიწაკით და მარილით. დავუმატოთ გამზადებული ტყემლის საწებელი, კვაწარახი და მაშარაბი, პილპილი ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5 თავი
ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი, ნიორი, წიწაკა, ტყემალი (კვაწარახი, მაშარაბი), პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

შოკოლადი გავადნოთ მაღალ ჭურჭელში, დ...

წვრილად დაჭრილი სალა და ვიჩინა შევწ...

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხ...

ხორცს გამოვაცალოთ ძვალი და რბილობი ...

ხორბლის ბურღული წინასწარ ჩავალბოთ ნ...

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვ...


