კატალოგი
ინდაურის საცივი აჭარულად
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს). შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.
მასალა:
ინდაური
ხახვი - 400 გრამი
ნიგოზი - 4 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხახვი წვრილად დავკეპოთ და მოვშუშოთ ...

ნახევარი პორცია კარაქი, კვერცხის გუ...

მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად ...

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შე...

მეოთხედ ჭიქა მაგარ ჩაის დავამატოთ მ...


