კატალოგი
შირკავაკი - რძიანი სუპი კვახით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული კვახი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად, ჩავალაგოთ ჯამში და დავასხათ წყალი. ქვაბში ჩავსხათ წყალი, დავაყაროთ მარილი, როდესაც ადუღდება ჩავაყაროთ გარჩეული ბრინჯი, ვხარშოთ მანამდე, სანამ ნახევრად მზად არ იქნება. შემდეგ დავასხათ რძე, წამოვადუღოთ და ჩავდოთ მომზადებული კვახი. ვხარშოთ კიდევ 25-30 წუთის განმავლობაში, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და თავდახურული დავდგათ 5-10 წუთით. სუფრაზე ფიალებით მივიტანოთ ცხელი ან ცივი სახით.
მასალა:
400 გრამი დაჭრილი კვახი
2 ჭიქა წყალი
¾ ჭიქა ბრინჯი
5 ჭიქა რძე
მარილი გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...

გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რ...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...

2 ცალი კვერცხის გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭ...

ბალბა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხა...

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მ...


