კატალოგი
აზერბაიჯანული ”პიტი”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დამბალი მუხუდო, მოვათავსოთ ტაფაში ხორცთან ერთად, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ფრთხილად მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დავამატოთ კარტოფილი და ტომატ-პიურე. სუპს მოვაყაროთ მარილი. ზაფრანა მოვამზადოთ ცალკე: ჩაივით მოვხარშოთ, პროპორციით - 1 გრამი ½ ჭიქა წყალთან. 2,5-3 ლიტრი ხორცის ბულიონზე ავიღოთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი. მოვაყაროთ "პიტის" პიტნა და დიდი რაოდენობით კამა და ოხრახუში.
მასალა:
500-600 გრამი ცხვრის ხორცი
100-150 გრამი საღი მწვანე მუხუდო
8-10 ცალი პატარა კარტოფილი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
1 გრამი ზაფრანა
გახეხილი პიტნა დანის პირზე
წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა
მარილი
პილპილი
პოპულარული რეცეპტი

წამოვადუღოთ რძე და მასში მოვათავსოთ...

ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით...

ღორის, ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...

მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...

შაქარი ვთქვიფოთ კვერცხთან ერთად 15 ...

ქათამი დავჭრათ პორციებად. ლიმონის წ...