კატალოგი
”მანტი” ცხვრის ხორცის შიგთავსით
მოვზილოთ სქელი ცომი, გადავაფაროთ სველი ხელსახოცი და დავდგათ 30-40 წუთით. ცომისაგან გავაკეთოთ 3 სმ სიგრძის "ძეხვი" და დავჭრათ 20 გრამი წონის ნაჭრებად. ხორცი ძალიან წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქნაში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და ცოტა წყალი. ყველაფერი ერთმანეთში გადავურიოთ. ეს შიგთავსი მოვათავსოთ მომზადებულ ცომის ნაჭრებზე, დავამრგვალოთ. მომზადებული "მანტები" მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცერზე (ჩვეულებრივ აწყობენ 3-4 ცალს). საწური მოვათავსოთ მდუღარე წყლიან ან მდუღარე ბულიონიან ქვაბზე და დავამაგროთ. კარგად დავახუროთ ზემოდან თავსახური და "მანტები" ორთქლზე 20-30 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ, სანამ ცომი არ გამოშრება და წებოვანი აღარ იქნება. მომზადებული "მანტები" მოვათავსოთ თეფშზე და მოვასხათ სოუსი სატანი (ძმარშერეული ბილიონი, პილპილი, მარილი, ცხიმი) ან არაჟანი. მასალა: 1 კილოგრამი ცხვირს ხორცი 350 გრამი ხახვი 1 არასრული სუფრის კოვზი მარილი ½ ჩაის კოვზი პილპილი ცოტა ცხიმი ან მარგარინი არაჟანი ან 2-3 ჭიქა ხორცის ბულიონი მცირე რაოდენობის ძმრით 1 ჩაის კოვზი ცხიმი პილპილი, მარილი ცომისათვის 300 გრამი ხორბლის ფქვილი 6-8 სუფრის კოვზი მსუბუქად დამარილებული წყალი