კატალოგი
გარეული ცხოველების ხორცისაგან მომზადებული რაგუ ავღანურად
| ბეჭდვა |
კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში კუბიკებად დაჭრილი ხახვი და ხორცი. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ თესლისაგან გასუფთავებული და რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, შუაზე გაჭრილი ატმები (უკურკო), შავი ქლიავი (უკურკო) და სპეციები. ყველაფერი ეს შევბრაწოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ მჟავე რძე (მან უნდა დაფაროს ხორცი). შევდგათ ღუმელში და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შუშვის ბოლოს რძე უნდა ამოშრეს.
მასალა:
500-750 გრამი გარეული ცხოველის ხორცი
1 მსხვილი თავი ხახვი
1 ღერი ტკბილი წიწაკა
4 ცალი გათლილი ატამი ან 4 ცალი მშრალი გარგარი
8 ცალი შავი ქლიავი
¼ ჩაის კოვზი დარიჩინი
ცოტა შაქარი
½ ჩაის კოვზი მარილი
¼ ჩაის კოვზი შავი პილპილი
1/3 ჩაის კოვზი დანაყილი კოჭა
½ - ¾ ლიტრი მჟავე რძე
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

თევზი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგ...

ვიჩინის თითოეული ნაჭერი დავახვიოთ მ...

ჩაი ნაზი დელიკატური პროდუქტია და მი...

15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად,...

ხურტკმელი ვხარშოთ დარბილებამდე, დავ...

პურის ბატონი დავჭრათ თითის სისქის ნ...


