კატალოგი
ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად
| ბეჭდვა |
მოვამზადოთ მარინადი ღვინის, ½ ლიმონის წვენის, გახეხილი ხახვის, მაიორანის, დაფნის ფოთოლის, შავი პილპილისა და მარილისაგან. ღვიძლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და 1 დღით დავტოვოთ მომზადებულ მარინადში. შემდეგ ღვიძლის ნაჭრები შევბრაწოთ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ მარინადი და ვწვათ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. წვის ბოლოს დავამატოთ დასრესილი ბანანი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ფრთხილად გადავურიოთ და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ თეთრ პურთან ან მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
მასალა:
2 პორციაზე
250 გრამი ხბოს ღვიძლი
½ ჭიქა თეთრი ღვინო
1 ცალი ლიმონი
1 საშუალო ზომის ხახვი
½ ჩაის კოვზი მაიორანი
½ დაფნის ფოთოლი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ცალი ბანანი
შავი პილპილი დანის პირზე
½ ჩაის კოვზი მარილი
პოპულარული რეცეპტი

ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად!...

200 გრამი კარაქი და 2,5 ჩაის ჭიქა ფ...

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...

ხორცს გამოვაცალოთ ძვალი და რბილობი ...

ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯ...

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრ...


