კატალოგი
ბრინჯი ქოთანში
ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკებად, შევბრაწოთ ცხიმში, თან დავამატოთ დაჭრილი ხახვი. კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად. წიწაკის ღერებს მოვაშოროთ გული, დავჭრათ რგოლებად. სოკო გავასუფთავოთ, დავჭრათ შუაზე, ყველა ბოსტნეული დავუმატოთ ხორცს. ყველაფერი ერთად მოვშუშოთ, განუწყვეტლივ ვურიოთ, შემდეგ დავასხათ ხორცის ბულიონი. კერძი ვშუშოთ 20-30 წუთი. შემდეგ ბრინჯს დავასხათ დიდი რაოდენობით წყალი და ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, შემდეგ გავავლოთ, გავაშროთ და დავამატოთ მომზადებულ ხორცსა და ბოსტნეულს. წამოვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
მასალა:
400 გრამი ხბოს ან ღორის ხორცი
500 გრამი კომბოსტო
1 დიდი თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
200 გრამი შამპინიონი ან თეთრი სოკო
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი წითელი პილპილი
1 ლიტრი ხორცის ბულიონი
2 ჭიქა ბრინჯი
მარილი, პილპილი
2 სუფრის კოვზი ამრგარინი ან მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...
ერთი ჩაის ჭიქა ერბო გავთქვიფოთ გათე...
ქაშაყი კარგად დავალბოთ, გავასუფთავო...
მეოთხედ ჭიქა მაგარ ჩაის დავამატოთ მ...
ვაშლი და ფორთოხალი და გავთალოთ, მოვ...
ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...