კატალოგი
ბერმუდული ბიფშტექსი
ვიჩინა, ნიახური და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევურიოთ დაჭრილ ხორცს. მასას მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ ფხვნილი "კერი". დავამატოთ წითელი პილპილი დანის პირზე და 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში. მასას ჩავახალოთ კვერცხი და დავამატოთ დიდი რაოდენობით საფანელი, რომ მასა წებოვანი გახდეს. მიღებული მასისაგან გავაკეთოთ მცირე ზომის ბიფშტექსები და შევბრაწოთ ისინი გაცხელებულ ცხიმში. თითოეული ბიფშტექსი გავაფორმოთ შებრაწული ვაშლის ნაჭრით. ამავე ტაფაში მოვხრაკოთ ხახვის რგოლები და ზოლებად დაჭრილი წიწაკა. მოშუშული ბოსტნეული მოვათავსოთ ვაშლის ნაჭრებზე. ამგვარი წესით მომზადებულ ბიფშტექსებს მოვაყაროთ წითელი პილპილი და დაჭრილი ოხრახუში. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ მოხარშული ბრინჯი. მასალა: 400 გრამი დაჭრილი ხორცი 100 გრამი ვიჩინა 2-3 თავი ხახვი 1 ძირი ნიახური 1 ცალი კვერცხი 2 სუფრის კოვზი საფანელი 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1 არასრული ჩაის კოვზი ფხვნილი ”კერი” (ან სხვა სანელებლები) 1 არასრული ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში შესაწვავად საჭირო ცხიმი 2-3 ცალი ვაშლი 2-3 ღერი ტკბილი წიწაკა