კატალოგი
ტორტი ყავის კრემით
ბეჭდვა |
ცომისათვის საჭირო კომპონენტები სწრაფად შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ სიცივეში 1 საათით. მიღებული ფხვიერი ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტად და მოვათავსოთ ფორმაში, ცომის კიდეები ავწიოთ. ვაცხოთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში მანამდე, სანამ ცომი ღია ყავისფერი არ გახდება.
ჟელატინი გავხსნათ ჭიქა წყალში. დავამატოთ ყავა და ვურიოთ მანამდე, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ დავამატოთ ნახევარი პორცია შაქარი და დავასხათ რძე. კვერცხის გულები შევურიოთ დარჩენილ შაქარს ორთქლიან ჭურჭელზე. თანდათან ვამატოთ ჟელატინი. შემდეგ ფრთხილად ავთქვიფოთ სათქვეფით, რომ გამოვიდეს სქელი სოუსი. კვერცხის ცილა ცალკე ავთქვიფოთ და ფრთხილად ჩავამატოთ კრემში. მიღებული კრემი დავასხათ ცომს და ამოვავსოთ ფორმა. გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღებით ან არაჟანით.
მასალა:
ცომისათვის
200 გრამი ფქვილი
ცოტა მარილი
1 არასრული ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
100 გრამი მარგარინი
1-2 სუფრის კოვზი წყალი
შიგთავსისათვის
1 სუფრის კოვზი ჟელატინი
½ ლიტრი მაგარი ყავა
10 სუფრის კოვზი რძე
3 ცალი კვერცხი
225 გრამი შაქარი
პოპულარული რეცეპტი
ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძ...
წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ დაჭ...
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...
ყველი და გაფცქვნილი და გულგამოცლილი...
შოკოლადი გავადნოთ. კარაქი კარგად ავ...
მანანის ბურღულიდავყაროთ დაფაზე და მ...