კატალოგი
სოუსი ”ჩილი”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მწარე წიწაკა დავჭრათ წვრილად და 30 წუთით დავდგათ მოსაშუშად მცენარეულ ზეთში. დავამატოთ კოჭა და სხვა სპეციები, შემდეგ ყველაფერი გავატაროთ საცჩიქვი, დავამატოთ ძმარი, შაქარი, დარიჩინი, წითელი დანაყილი პილპილი და მარილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 1 ½ საათით, ვხარშოთ უთავსახუროთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ მანამდე, საანმ სოუსი არ გასქელდება. ეს სოუსი ინახება საკმაოდ დიდხანს, თუ გადავიტანთ მას მინის ჭურჭელში და გადავაფარებთ ცელოფანს. ეს სოუსი ძალიან უხდება შემწვარ თევზს ან ხორცს.
მასალა:
500 გრამი პამიდორი
400 გრამი ხახვი
6 ღერი ტკბილი წიწაკა
2 პატარა მწარე წიწაკა
1 ნაჭერი კოჭა
6-8 მარცვალი შავი პილპილი
2 ცალი მიხაკი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
1 ჭიქა ღვინის ძმარი
½ ჭიქა შაქარი
½ ჩაის კოვზი დარიჩინი
და წითელი დანაყილი პილპილი
1 ჩაის კოვზი მარილი
პოპულარული რეცეპტი

მარილიანი ტარანი გავრეცხოთ ცივი წყლ...

რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, ...

ლობიო გავასუფთავოთ და ღერები დავტეხ...

დილის სუსხის საათი...

მუხუდო ვხარშოთ ქათმის ბულიონში დარბ...

გულუხვი და ხელგაშლილი...