კატალოგი
ღვეზელი ხიზილალით
| ბეჭდვა |
ხიზილალა მოვათავსოთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ შევურიოთ კვერცხს, მწვანილს, საფანელს ან დამბალ თეთრ პურს, ლიმონის წვენს და ანჩოუსის პასტას. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში. ზემოდან დავადოთ კარტოფილის პიურეს ფენა, პიურეზე კი დავაწყოთ მარგარინის ნაჭრები. ფორმა შევდგათ ღუმელში, რომელიც საშუალო ტემპერატურამდე უნდა იყოს გაცხელებული და ღვეზელი 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფრაზე მწვანე სალათასთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
750 გრამი ხიზილალა
2 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა
2 ნაჭერი თეთრი პური ან 5 სუფრის კოვზი საფანელი
მარილი, პილპილი
1 სუფრის კოვზი ანჩოუსის პასტა ან პასტა სენდვიჩისათვის
2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
1 ჭიქა კარტოფილის პიურე ან მოხარშული და წვრილად დაჭრილი კარტოფილი
მარგარინი
პოპულარული რეცეპტი

სოკო დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, ვშუშოთ...

ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცივი წყლით, 1...

ერთი ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი ...

თევზი, მაგრამ არა სპარტანულად...

6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ...

საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი მოვხარ...


