კატალოგი
ჩაი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ჩაი ნაზი დელიკატური პროდუქტია და მისი დაყენება აუცილებელია წესების ზუსტი დაცვით.
მნიშვნელობა აქვს როგორ ვინახავთ ჩაის ოჯახის პირობებში. მშრალი ჩაის შენახვა უმჯობესია ფაიფურის ან მინის ჭურჭელში, ჰერმეტიულად დახურული სახურავით; ჭურჭელი უნდა მოვათავსოთ თბილ, მშრალ ადგილას, რომელიც ხშირად ნიავდება. ცუდად შენახულ ჩაის სწრაფად ეკარგება თავისი არომატი.
ჩაის მოსახარშად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ახლად ადუღებული წყალი. ფაიფურის ჩაიდანს გამოვავლოთ მდუღარე წყალი. ჩავყაროთ ჩაიდანში მშრალი ჩაი (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), დავასხათ მდუღარე წყალი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 5-10 წუთი. ამის შემდეგ კოვზით მოვურიოთ, დავამატოთ წყალი და კიდევ გავაჩეროთ 3-5 წუთი. თუ ჩაის შენარჩუნებული აქვს სიმაგრე და არომატი, მეორედ ხმარებისას შეიძლება დაემატოს მხოლოდ მდუღარე წყალი.
დაუშვებელია ცივი ჩაის ნაყენის გაცხელება ან ხარშვა დუღილის ტემპერატურაზე.
პოპულარული რეცეპტი

კარაქი ავურიოთ შაქართან ერთად. ნუში...

ყველა პროდუქტი ერთმანეთში ავურიოთ დ...

წყალი წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი...

მწყემსის სამყოფელში...

კვერცხი ვხარშოთ ხახვის ჩენჩოსთან ერ...

შებოლილი თევზი დავყოთ ნაწილებად და ...