კატალოგი
ნამცხვარი ”ძეხვი”
| ბეჭდვა |
კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე; მივიღებთ კრემისმაგვარ მასას. დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მოხალული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ვანილი. 500 გრამი ნამცხვარი ("პეჩენია") ხელით ძალიან წვრილად დავამტვრიოთ, ჩავყაროთ კრემში და კოვზით კარგად ავურიოთ.
მიღებული მასა გავახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, მივცეთ ძეხვის ფორმა, ქაღალდს ბოლოები მოვუკრათ, გადავგრიხოთ და შევაწყოთ ჯერ საყინულეში (დაახლოებით ერთი საათი) და შემდეგ ჩვეულებრივად მაცივარში.
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
ნამცხვარი - 500 გრამი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 3 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

თეთრი, საღი ნიგოზის ლებანი გავჭრათ ...

კვერცხის გულები, რძე და ფქვილი ავურ...

მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სო...

ხახვი წვრილად დავკეპოთ და მოვშუშოთ ...

ბრინჯი შევურიოთ შაქარს და ძროხის ცხ...

გამხმარი ბადრიჯანი კარგად გავრეცხოთ...


