კატალოგი
ტორტი ლიმონით (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 400 გრამი გამდნარი კარაქი, 400 გრამი არაჟანი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი, ცომი მოვზილოთ კოვზით, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, გავაგრილოთ. ამოვიღოთ ყალიბიდან და წავუსვათ კრემი რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
8 კვერცხის ცილა ვთქვიფოთ გათეთრებამდე; ნელ-ნელა შევათქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, როცა კარგად გასქელდება, დავამატოთ სახეხზე გახეხილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 2-3 ცალი ლიმონი.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც ლამაზად წავუსვათ კრემი.
მასალა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 4 ჩაის ჭიქა
კარაქი - 400 გრამი
არაჟანი - 400 გრამი
ფქვილი - 5 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 2-3 ცალი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხისა და 2,5 ჭიქა შაქრის ფხვნ...

მოცვი გადავარჩიოთ, დავყაროთ საწურზე...

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალ...

წიწაკა გავრეცხოთ და გავასუფთავოთ თე...

მწიფე პამიდვრებს გადავასხათ მდუღარე...


