კატალოგი
ტორტი დათუნია (მესამენაირად)
შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავუმატოთ არაჟანი, სოდა, ფქვილი და ერთმანეთში კარგად ავურიოთ. მიღებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად; ერთ ნაწილს დავამატოთ სამი ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი (ან უნალექო ყავა). თეთრი და მუქი ცომიდან  გამოვაცხოთ სამ-სამი ფირფიტა (სულ 6 ფირფიტა). ერთ მუქ ფირფიტას წავუსვათ შაქართან კარგად გათქვეფილი არაჟანი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, შემდეგ ზემოდან დავადოთ თეთრი ფირფიტა და წავუსვათ კრემი, მერე ისევ მუქი ფირფიტა და ა. შ. ბოლო ფირფიტას მოვასხათ ცხელი მინანქარი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ 3 ჩაის კოვზი კაკაო, 3 სუფრის კოვზი რძე, 5 გრამი არაჟანი. ავურიოთ კარგად და დაბალ ცეცხლზე ოდნავ წამოვადუღოთ. მასალა: ცომისათვის არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა კარაქი - 1 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 ჩაის ჭიქა კაკაოს ფხვნილი (ან ყავა) - სამი ცაოს კოვზი კრემისათვის არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი - 2/3 ჩაის ჭიქა ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა მინანქრისათვის შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა რძე - 3 ჩაის ჭიქა არაჟანი - 5 გრამი კაკაოს ფხვნილი - 3 ჩაის კოვზი