კატალოგი
ტორტი ფორთოხლით (მეორენაირად)
8-10 ცალი საშუალო სიდიდის ფორთოხალი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და თხელი კანი გავხეხოთ წმინდა სახეხზე. შემდეგ მთლიანად გავთალოთ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში. ერთი ფენა ფორთოხალი, ერთი ფენა შაქრის ფხვნილი (1,5 ჩაის ჭიქა). ამას დავტოვებთ მთელი ღამე ან 4-5 საათი, რომ ფორთოხალმა წვენი გაუშვას. ბისკვიტს გავაკეთებთ ჩვეულებრივად: 12 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 12 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი და 10 სუფრის კოვზი ფქვილი, დავამატოთ ვანილი, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ და ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ ღჲმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება გვერდებს და ძირს ჩამოვფხეკთ, რომელიც დაგვჭირდება გვერდებზე მოსაყრელად. კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: ორი კვერცხის გულისა და ერთი მთლანი კვერცხისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, ავურიოთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, დავასხათ 0,5 ლიტრი ცხელი რძე, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე; როცა გადმოვდგამთ ჩავასხათ რამოდენიმე წვთი ფორთოხლის ან ლიმონის ესენცია და თუ ყვითელი საღებავი გვაქვს სულ ცოტა დავამატოთ, რომ მიეცეს მოყვითალო ფერი. შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ფორთოხლის წვენით, რომელსაც დამატებული აქვს ორი სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი; დავაწყოთ დაჭრილი და დაშაქრული ფორთოხალი, წავუსვათ კრემი, ისევ დავაწყოთ ფორთოხალი, დავაფაროთ მეორე ნაწილი. ზემოდან და ირგვლივ წავუსვათ კრემი, დავალაგოთ დაჭრილი დაშაქრული ფორთოხალი, მოვაყაროთ დაფხვნილი შოკოლადი, გვერდებზე კი მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამოფხეკილი ბისკვიტი. მასალა: კვერცხი - 15 ცალი შაქრის ფხვნილი - 4,5 ჩაის ჭიქა ფქვილი - 12 სუფრის კოვზი ფორთოხალი - 8-10 ცალი რძე - 0,5 ლიტრი კარაქი - 200 გრამი ვანილი, ფორთოხლის ესენცია, კონიაკი, საღებავი - გემოვნებით