კატალოგი
ქადა (მესამენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით, დავაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ დაკეპვა, დავამატოთ სოდა, გახსნილი ძმარში და თანდათან მივუმატოთ მაწონი (მივიღებთ დაკეპილ ცომს). გავყოთ ცომი ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ სათითაოდ, დავაყაროთ ქადის გული, გადავკეცოთ, გადმოვკეცოთ და შევდგათ მაცივარში. ასე მოვიქცეთ თითოეული ცომის დამუშავებისას; გავიმეოროთ 2-3-ჯერ; შემდეგ გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ ფორმებით, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
ქადის გული მოვამზადოთ შემდეგნაირად: პურის ფქვილი მოვშუშოთ ტაფაზე, დავამატოთ ერბო და გავაგრძელოთ შუშვა; დავამატოთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და გავყოთ ოთხ ნაწილად.
მასალა:
ცომისათვის
კარაქი ან მარგარინი - 500 გრამი
მაწონი - 0,5 ლიტრი
კვერცხი - 2 ცალი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ქადის გულისათვის
ერბო - 9 სადილის კოვზი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
ვანილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავ...

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად ...

ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...

ლობიოს ღერები დავტეხოთ 2-3 ნაწილად,...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრე...

მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...