კატალოგი
მუსი ლიმონის
| ბეჭდვა |
ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, ჩავყაროთ შაქარი, ავურიოთ და ავადუღოთ. ცხელ სიროფში მოვათავსოთ ნახევარი ლიმონის ქერქი, წინასწარ დამბალი გაწურული ჟელატინი; განუწყვეტელი მორევით სიროფი ხელმეორედ გავაცხელოთ ადუღებამდე და ჩავასხათ შიგ ლიმონის წვენი. გადავწუროთ სუფთა ქვაბში, ჩავდგათ ცივ წყალში ან ყინულში და ვთქვიფოთ, სანამ არ მივიღებთ ქაფიან მასას. როცა საკმაოდ გასქელდება, ჩავასხათ ყალიბებში და გავაცივოთ.
სუფრაზე მუსთან ერთად შეიძლება მივიტანოთ რომელიმე კენკრის ვაჟინი.
მასალა:
ლიმონი - 1 ცალი
ჟელატინი - 15 გრამი
შაქრის ფხვნილი - ¾ ჩაის ჭიქა
წყალი - 3 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხის გული და ერთი კვერცხი მთლ...

ოთხი კვერცხის გულს თანდათან მოვასხა...

ინდური აქცენტით...

ტორტილიასის ცომისაგან მოვამზადოთ თხ...

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით; ...


