კატალოგი
შემწვარი მწვანე ლობიო
| ბეჭდვა |
ლობიოს ღერები გავასუფთავოთ, მოვხარშოთ ცოტა მარილიან წყალში დარბილებამდე და გავაშროთ. ავთქვიფოთ 3 კვერცხის გული, დავამატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. 6-6 ღერი მწვანე ლობიო ცალ-ცალკე შევკრათ ძაფით და ამოვავლოთ ფქვილსა და კვერცხში. შევწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე. ასე შემწვარი მწვანე ლობიო უხდება ხორცს.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი მწვანე ლობიო
მარილი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
4 ცალი კვერცხი
ცოტა ფქვილი
ცხიმი ან მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

ბადრიჯნები მოვათავსოთ უცხიმო ტაფაზე...

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მო...

ავთქვიფოთ კვერცხი სახამებელთან, რძე...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

ჩავასხათ ქვაბში წყალი, ჩავყაროთ შაქ...


