კატალოგი
თევზის სუპი
თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, დავამატოთ გასუფთავებული, წვრიად დაჭრილი მწვანილი სუპისათვის, შუაზე გაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. შემდეგ თევზს მოვაშოროთ ფხები და თევზი ბულიონთან ერთად გავატაროთ საწურში. კარაქი გავადნოთ, დავამატოთ ფქვილი, ბულიონი, და ყველაფერი ძალიან კარგად დავსრისოთ. შემდეგ დავაამტოთ მწვანე მუხუდო, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილს კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. როდესაც ბოსტნეული დარბილდება, დავასხათ რძე და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 5 წუთი. მასალა: 8 ჭიქა წყალი 500 გრამი თევზი 4 მარცვალი შავი პილპილი 1 კონა მწვანილი სუპისათვის 1 ცალი დაფნის ფოთოლი 1 თავი ხახვი 2-3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი 1 ჭიქა მწვანე მუხუდო 2 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო 1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ½ - 1 სუფრის კოვზი მარილი პილპილი 2 ჭიქა რძე