კატალოგი
რომის პუდინგი
ბეჭდვა |
კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ. ცივ რძეში გავხსნათ სიმინდის სახამებელი და დავამატოთ ათქვეფილ მასას. დარჩენილი რძე წამოვადუღოთ, ფრთხილად, ნელ-ნელა დავასხათ მომზადებულ მასას და გავაგრძელოთ თქვეფა ორთქლიან ჭურჭელზე მანამდე, სანამ მასა არ შესქელდება. დავტოვოთ ორთქლზე კიდევ 20 წუთი, ზემოდან თავსახური დავახუროთ, მდუღარეწყლიან ჭურჭელს კი ცეცხლი დავუკლოთ. მოხარშული მაკარონი ჩავდოთ ჯამში, დავასხათ ათქვეფილი კვერცხის ცილა, შემდეგ კი პუდინგის მასა. როგორც კი კერძი გაცივდება, მოვასხათ რომი და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ცოტა დარიჩინი.
მასალა:
3 ცალი კვერცხი
1-2 სუფრის კოვზი შაქარი
2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
2 სუფრის კოვზი ცივი რძე
10-12 ცალი გრძელი მაკარონი
4 სუფრის კოვზი რომი ან კონიაკი
½ ჩაის კოვზი დარიჩინი
პოპულარული რეცეპტი
ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯ...
გასუფთავებული ფაშვი კარგად გავრეცხო...
ალუბალი გადავარჩიოთ და კარგად გავრე...
კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან...
წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...