კატალოგი
შემწვარი თირკმელები
| ბეჭდვა |
თირკმელები გავჭრათ სიგრძეზე, მოვაშოროთ ნაღველის სადინრები, კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ასეთივე ნაჭრებად დავჭრათ ნიახური და ხახვი და ვწვათ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბოსტნეული გვერდზე მივწიოთ, თირკმელის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში, დავამატოთ დანაყილი ნიორი და კონიაკი და იმავე ტაფაზე შევბრაწოთ თირკმელები. იმისათვის, რომ თირკმელები ნაზი დარჩეს, მაღალ ცეცხლზე მხოლოდ 4 წუთის განმავლობაში უნდა ვწვათ. წვის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დავამატოთ მწვანილი. სუფრაზე ნაშინვე მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
მასალა:
500 გრამი თირკმელი
1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 სუფრის კოვზი სუპის მწვანილი
250 გრამი ნიახური
1 მუჭა წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
ცოტა კონიაკი
1 კბილი ნიორი
პოპულარული რეცეპტი

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...

ხორცი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად, მოვ...

გადარჩეული, გარეცხილი ხენდრო დავჭყლ...

სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი ...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქ...

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...


