კატალოგი
ხორცი ყაზახურად
ფქვილის, კვერცხის და მცირე რაოდენობის მარილიანი წყლისაგან მოვზილოთ სქელი ცომი, გავაბრტყელოთ და დავჭრათ რომბებად ან კვადრატებად (8 X 8). ხორცს დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ მხოლოდ გადაფაროს, მივიყვანოთ დუღილამდე. ბულიონს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ პილპილის მარცვლები და მარილი და ვხარშოთ ხორცი დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე. დროდადრო ვასხათ ცოტ-ცოტა ცხელი წყალი. შემდეგ ვაცალოთ ხორცს შეგრილება, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავასხათ მცირე რაოდენობის ბულიონი, ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ დანაყილი წიწაკა და კიდევ ერთხელ, 5 წუთის განმავლობაში ვშუშოთ ნელ ცეცხლზე. ცომის მომზადებული ნაჭრები ჩავუშვათ დარჩენილ ბულიონში და წამოვადუღოთ. მზა ცომი გადმოვალაგოთ ღრმა თეფშზე, ზემოდან დავაწყოთ ხორცი, ხახვი ნაჭრებიდა ზემოდან ყველაფერს მოვაყაროთ ხახვი. ხორცის ბულიონი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ. მასალა: 4 პორციაზე 125 გრამი ცხვრის ან ძროხის ხორცი ხორცი 250 გრამი ხახვი მარილი 6-8 მარცვალი შავი პილპილი დანაყილი წიწაკა 1-2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი) ცომისათვის 320 გრამი ხორბლის ფქვილი 1 ცალი კვერცხი მარილი 1-2 სუფრის კოვზი წყალი