კატალოგი
აზერბაიჯანული ”პიტი”
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დამბალი მუხუდო, მოვათავსოთ ტაფაში ხორცთან ერთად, დავასხათ ცივი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ფრთხილად მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე დავამატოთ კარტოფილი და ტომატ-პიურე. სუპს მოვაყაროთ მარილი. ზაფრანა მოვამზადოთ ცალკე: ჩაივით მოვხარშოთ, პროპორციით - 1 გრამი ½ ჭიქა წყალთან. 2,5-3 ლიტრი ხორცის ბულიონზე ავიღოთ 2 სუფრის კოვზი ნაყენი. მოვაყაროთ "პიტის" პიტნა და დიდი რაოდენობით კამა და ოხრახუში.
მასალა:
500-600 გრამი ცხვრის ხორცი
100-150 გრამი საღი მწვანე მუხუდო
8-10 ცალი პატარა კარტოფილი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
1 გრამი ზაფრანა
გახეხილი პიტნა დანის პირზე
წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა
მარილი
პილპილი
პოპულარული რეცეპტი

თეთრი, საღი ნიგოზის ლებანი გავჭრათ ...

მწვანე ლობიო ზემოაღნიშნული წესით მო...

ქვეყანას სჭირდება ბრინჯი, ბევრი ბრი...

ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი...

საუბარი პოზნანში...

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...


