კატალოგი
უკრაინული ჩაშუშული
| ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ და სალას კუბიკებთან ერთად მსუბუქად მოვხრაკოთ. გავხეხოთ ნიორი. ხორცი და თირკმელები დავჭრათ წვრილ ზოლებად. დავამატოთ ტომატ-პასტა, წითელი პილპილი და მჟავე კიტრი. რამდენიმე წუთით დავდგათ მოსაშუშად. შემდეგ ჩავასხათ ბულიონი და ვხარშოთ სუპი 5 წუთის განმავლობაში (არ ღირს ძალიან ბევრი ბულიონის ჩასხმა). შეგვიძლია დავამატოთ პილპილი და მარილი გემოვნებით. მზა ჩაშუშულს დავამატოთ კაპარი, 2-3 ნაჭერი ლიმონი, კამა და ოხრახუში. სუფრაზე ცალკე შეგვიძლია მივიტანოთ სქელი არაჟანი.
მასალა:
500 გრამი სხვადასხვა სახის ხორცეული (შემწვარი ან მოხარშული ხბოს თირკმელები, შემწვარი ხორცის ნაჭრები, მოხარშული ღორის ხორცი და ა. შ.)
100 გრამი სალა
200 გრამი ხახვი
2 კბილი ნიორი
100 გრამი ტომატ-პასტა
1 სუფრის კოვზი დანაყილი წითელი პილპილი
1 ½ ლიტრი ხორცის ბულიონი
2 ცალი მჟავე კიტრი
1 სუფრის კოვზი კაპარი
½ ლიმონი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში
2-3 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი (სურვილისამებრ)
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კარაქში გავხსნათ შაქარი, დავუმატოთ ...

გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავ...

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი ...

200 გრამ მარგარინს დავაყაროთ ორნახე...

ათქვიფოთ კვერცხის გულები კარაქთან დ...

გასუფთავებული ბატი ან იხვი დავჭრათ ...


