კატალოგი
”ბიფ-სტროგანოვი”
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად და დავბეგვოთ 0,5-0,8 სმ სისქემდე. შემდეგ დავჭრათ 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევწვათ ტაფაზე საკმაო რაოდენობის ცხიმში. ხორცის ნაჭრებს მოვასხათ არაჟნის სოუსი (ზეთი, ფქვილი და არაჟანი), დავამატოთ ტომატ-პასტა და და ზეთში შემწვარი ხახვი. საწებელი თითქმის დუღილამდე მივიყვანოთ, მაგრამ არ უნდა ვხარშოთ. გარნირად მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი. სუფრაზე მიტანამდე ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მასალა:
2 პორციაზე
320 გრამი ძროხის ხორცი (ფილეს ნაწილი)
1 ½ სუფრის კოვზი მარგარინი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
80 გრამი არაჟანი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
1 თავი ხახვი
300 გრამი კარტოფილი
პილპილი, მარილი
ოხრახუში და კამა გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

შამპინიონები გავასუფთავოთ, გავრეცხო...

1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი ჩა...

საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრ...

ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...

სათალი ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ ...

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...


