კატალოგი
რიგული კერძი
ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ 1 ჩაის კოვზი მარგარინში. ხახვი შევურიოთ მზა მასას, დავამატოთ ფქვილი და არაჟანი, ყველაფერი გადავურიოთ და კიდევ ერთხელ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავამატოთ 2 ცალი კვერცხის გული, მარილი და პილპილი გემოვნებით, კიდევ ერთხელ გადავურიოთ და დავამატოთ კვერცხის ცილა. შესაწვავად საჭირო ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა, მოვაყაროთ გახეხილი ყველი. დარჩენილი მარგარინი გავადნოთ და მოვასხუროთ ფორმის შიგთავსს. კერძი შევდგათ ღუმელში და ვამზადოთ 30-40 წუთის განმავლობაში. როდესაც მასა დაიწყებს ფორმის კედლებიდან თავისუფლად მოშორებას, კერძი მზადაა. გადმოვიტანოთ ის თეფშზე და ზემოდან მოვასხათ ტომატის ან არაჟნის სოუსი. მასალა: 125 გრამი მოშუშული ან შემწვარი ხორცი (ცხვრის, ხბოს, ძროხის ან ფრინველის) 1 საშუალო ზომის გარეცხილი, გასუფთავებული ქაშაყი 1 სუფრის კოვზი ფქვილი 2 ცალი მოხარშული კარტოფილი 2 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი 2 ცალი კვერცხი 1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი ½ თავი ხახვი 2 ჩაის კოვზი მარგარინი, მარილი, პილპილი კარაქი ან მარგარინი