კატალოგი
სენეგალური იასა - ქათმის მარინადი
| ბეჭდვა |
ქათამი დავჭრათ პორციებად. ლიმონის წვენი, დაჭრილი ხახვის, ნივრის, დაფნის ფოთოლის, ტიმიანის, მარილისა და შავი პილპილისაგან მოვამზადოთ მარინადი. დავასხათ ის ხორცს და დავტოვოთ მთელი ღამით. შემდეგ ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან, გაავშროთ და შევბრაწოთ ორივე მხრიდან ხახვის ნაჭრებთან ერთად. დავამატოთ მცირე რაოდენობის თბილი წყალი და ვშუშოთ ხორცი მზადყოფნამდე. შემდეგ დარჩენილი მარინადი დავასხათ ხორცს და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
5-6 პორციაზე
1 ცალი ქათამი
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ცალი ლიმონი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
ტიმიანი
მარილი
შავი პილპილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავ...

ფქვილი გავცრათ, შუაში გავუკეთოთ ჩაღ...

ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მ...

ორ ჩაის ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ სა...

კარაქი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად, ...


