კატალოგი
თევზის მარინადი
| ბეჭდვა |
თევზი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და შევბრაწოთ კარგად გაცხელებულ ცხიმში. ღვინის ძმარს დავამატოთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვადუღოთ მანამდე, სანამ ხახვი არ დარბილდება. ფქვილი შევურიოთ "კერის", დავამატოთ ½ სუფრის კოვზი ძმარი, კიდევ ერთხელ ავურიოთ, შემდეგ კი დავამატოთ დარჩენილი ძმარი. ეს მასა ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. თევზს დავასხათ მომზადებული მასა და 2 დღით დავდგათ სიცივეში.
მასალა:
2 პორციაზე
500 გრამი ვირთევზა ან რომელიმე სხვა ზღვის თევზი
40 გრამი ფქვილი
½ ჩაის კოვზი მარილი
შავი დანაყილი პილპილი დანის პირზე
3/8 ლიტრი ღვინის ძმარი
1/8 ლიტრი წყალი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 თავი ხახვი
½ ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვლები
1 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (ან სხვა სანელებლები)
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ ყველ...

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავტეხოთ, გ...

3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...

ხახვი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ ...


