კატალოგი
ფარშირებული თეთრი პური

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცი დავჭრათ კუბიკებად დაშევწვათ ზეთში ან კარაქში. პურის ბატონი გავჭრათ სიგრძეზე, გამოვაცალოთ რბილობი. შემდეგ რბილობი დავანამცეცოთ და შევურიოთ ნუშს, წვრილად დაჭრილ მწვანილს და შემწვარ ხორცს. შემდეგ დავამატოთ ½ ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ქათმის ბულიონი და წვისაგან დარჩენილი სოუსი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მიღებული მასით ამოვავსოთ ნახევარი ბატონი. დავაფაროთ მეორე ნახევარი და მოვასხათ წვისაგან დარჩენილი სოუსი და ბულიონი. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია ბატონი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ამ კერძთან ერთად შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ სხვადასხვა სახის მწვანე სალათები.
მასალა:
250 გრამი გარეული ფრინველის ხორცი
1 ცალი 500 გრამიანი თეთრი პურის ბატონი
1 კონა ოხრახუში
მცენარეული ზეთი ან კარაქი
1 ჭიქა გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი და მოხრაკული ნუში
3-4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, პიტნა, ტარხუნა, კამა)
½ ლიმონის წვენი
3-4 სუფრის კოვზი ქათმის ბულიონი
1 ჭიქა წვის შედეგად დარჩენილი სოუსი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ნელთბილ წყალში მოვზილოთ ერთი კილოგრ...

ღვიძლი ჩამოვთალოთ დანით. ხახვი და ო...

თევზი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგ...

მარილიანი ტარანი გავრეცხოთ ცივი წყლ...

წამოვადუღოთ რძე და მასში მოვათავსოთ...

კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავ...