კატალოგი
კუბური თევზის ტორტი
| ბეჭდვა |
ფქვილი გავცრათ. დროჯი გავხსნათ ნახევარ პორცია წყალში, შევურიოთ ფქვილს, დავამატოთ დარჩენილი წყალი. მიღებული ცომი გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ ცომს დავამატოთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, ლიმონის წვენი და როზმარინის ფოთლები. კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ ცომი თავდახურულ მდგომარეობაში. თევზის ფილე შევურიოთ დაჭრილ ხახვს, მასას მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ ცომისაგან ჩაის კოვზი საშუალებით გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთულები და შევბრაწოთ მდუღარე ცხიმში. შემდეგ შებრაწულ ბურთულებს წავუსვათ თევზისაგან მომზადებული მასა 2 სმ სისქეზე და ყველაფერი ერთად გამოვაცხოთ, როგორც 1 ომლეტი.
მასალა:
4-6 პორციაზე
200 გრამი ფქვილი
1 ჭიქა თბილი წყალი
15 გრამი დროჟი
3 ცალი კვერცხი
1-2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
მარილი, პილპილი
½ ლიმონის წვენი
2 ჩაის კოვზი საღი, წვრილად დაჭრილი როზმარინის ფოთლები
200 გრამი უმი თევზის ფილე (წვრილად დაჭრილი)
1 დიდი თავი ხახვი
მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

ჯერ კიდევ დაუმწიფებელ ნესვს მოვაცალ...

საღი რძე წამოვადუღოთ, შევაგრილოთ 25...

2 კვერცხის გული გავთქვიფოთ მიქსერით...

ცალ-ცალკე მოვხარშოთ მწვანე ლობიოს ღ...

ხორცი კარგად გადავურიოთ მცირე რაოდე...

დროჟი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაო...


