კატალოგი
თევზის ფილეს მარინადი
თევზის ფილე დავჭრათ არც ისე სქელ ნაჭრებად და დავდგათ მოსაშუშად მარილიან წყალში. შემდეგ ძმრისაგან, მცენარეული ზეთის, მარილის, შავი და წითელი პილპილის, დაფნის ფოთოლისა და ტომატ-პიურესაგან მოვამზადოთ მარინადი. მოვათავსთ მასში თევზის მოშუშული ფილე და დავტოვოთ მთელი ღამით. ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. მეორე დღეს თევზი მოვათავსოთ თევშზე, გავაფორმოთ ხახვის რგოლებით და კარაქში მსუბუქად მოხრაკული ნუშით. თევზთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილი ან სალათა. მასალა: 500 გრამი თევზის ფილე 4 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი შავი პილპილი დანის პირზე ცხარე წითელი პილპილი დანის პირზე 1 ცალი დაფნის ფოთოლი 2 დიდი თავი ხახვი 1 ჩაის კოვზი ტომატ-პიურე 1 ჩაის კოვზი შაქარი კარაქი ან მარგარინი 1 მუჭა გასუფთავებული ნუში (სურვილისამებრ) მარილი