კატალოგი
ხუანკაინა პაპას - კარტოფილის კერძი
| ბეჭდვა |
მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი, რძე და ნაღები კარგად შევასრისოთ ერთმანეთს, რომ გამოვიდეს ერთგვაროვანი მასა. მასა ოდნავ შევაცხელოთ, შემდეგ დავამატოთ ლიმონის წვენი და კარგად მოვაყაროთ პილპილი. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე და მოვასხათ მომზადებული სოუსი. კარტოფილთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მწვანე სალათა.
მასალა:
2 პორციაზე
500 გრამი კარტოფილი
125 გრამი მდნარი ყველი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა რძე
2-3 სუფრის კოვზი 10-%-იანი ნაღები
1-2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1-2 ჩაის კოვზი შავი პილპილი
½ თავი ხახვი
პოპულარული რეცეპტი

ფქვილის, კვერცხის, 1 სავსე სუფრის კ...

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვ...

ხორბლის ბურღული მოვამზადოთ ზემოაღნი...

მოვზილოთ ფხვიერი ცომი ფქვილის, კარა...

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრე...

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...


