კატალოგი
კარტოფილი ბრინჯით ქოთანში
| ბეჭდვა |
კარტოფილი მოვხარშოთ და დავსრისოთ. დავამატოთ კარაქი (1 ჩაის კოვზი დავტოვოთ), კვერცხი, ხახვი და ბოლოს ყველის კუბიკები. კარტოფილის პიურეს მოვაყაროთ მარილი და ბევრი პილპილი. გადავიტანოთ კარაქწასმულ ფორმაში. ზედაპირზე დავაწყოთ კარაქის მცირე ზომის ნაჭრები. 30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.
მასალა:
6 დიდი კარტოფილი
¼ ჭიქა კარაქი ან მარგარინი
მარილი, პილპილი
2 ცალი ათქვეფილი კვერცხი
1 თავი ხახვი
1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ყველი
პოპულარული რეცეპტი

რძე წამოვადუღოთ კარაქთან ერთად (50 ...

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად ...

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ თითის ზომის...

თევზის თავი, კანი, ფარფლები და ფხებ...

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...

3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...


