კატალოგი
იამბალაია - კრეოლური კერძი ბრინჯისაგან
| ბეჭდვა |
გავაცხელოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი და შევბრაწოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, ასევე თხელ რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა. დავამატოთ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. სოსისი დავჭრათ ნაჭრებად, ვიჩინა კუბიკებად და შევბრაწოთ დარჩენილ კარაქში. შევურიოთ მიღებულ ტომატისა და ხახვის სოუსს და დავამატოთ სპეციები. მოვათავსოთ ქვაბში მოხარშული ბრინჯი, მოვასხათ სოუსი და შევდგათ ღუმელში 15 წუთით.
მასალა:
250 გრამი ბრინჯი
500 გრამი ვენური სოსისი
ვიჩინა
1 დიდი ზომის ხახვი
1 თავი ნიორი (ან 1 კბილი)
400 გრამი პამიდორი
1 ღერი მწარე წიწაკა
2 ღერი ტკბილი წიწაკა
მარილი
შავი და წითელი დანაყილი პილპილი
3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული მარწყვი გავრეცხოთ, მოვათ...

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქან...

კარაქი ავურიოთ შაქართან ერთად. ნუში...

ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...

ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში...

რაზე ოცნებობს ბეღურა......


